воскресенье, 22 декабря 2013 г.

     ეს მოდული გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიწების სქემები და ჩეკლისტების შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას.
   შევიმუშავებთ შეფასების გეგმას და გამოვიყენებთ პროექტების შეფასების ფორმებს. მოდულის ბოლოს გადავხედავთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, მასში შემავალ ყველა დოკუმენტს, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
      საჭიროა უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე უკუკავშირის გაზიარებისას გამოვიყენოთ 3-2-1 სტრატეგია:
     ●დასვი სამი შეკითხვა.
     ●გააკეთე ორი კომენტარი.
     ●შესთავაზე ერთი რჩევა.
  გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისაგან მოელიან შეფასებას.  მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ დროს მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში. რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას ახდენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий