воскресенье, 22 декабря 2013 г.

     ეს მოდული გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიწების სქემები და ჩეკლისტების შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას.
   შევიმუშავებთ შეფასების გეგმას და გამოვიყენებთ პროექტების შეფასების ფორმებს. მოდულის ბოლოს გადავხედავთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, მასში შემავალ ყველა დოკუმენტს, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
      საჭიროა უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე უკუკავშირის გაზიარებისას გამოვიყენოთ 3-2-1 სტრატეგია:
     ●დასვი სამი შეკითხვა.
     ●გააკეთე ორი კომენტარი.
     ●შესთავაზე ერთი რჩევა.
  გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისაგან მოელიან შეფასებას.  მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ დროს მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში. რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას ახდენს.
    ინტელის 9 დღიანმა  შრომატევადმა ტრენინგმა საინტერესო,  საქმიან და
შინაარსიან ვითარებაში ჩაირა. საკმაოდ ბევრი ახალი რამ შევიტყვე   პროექტთან დაკავშირებით,  რომელსაც აუცილებლად  გავითვალისწინებ  და განვახორციელებ   მუშაობის  პროცესში.
      დიდი მადლობა  მასწავლებლის სახლს, რომელიც ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის და რომელმაც ისეთი  საქმიანი,  კვალიფიციური  და  საყვარელი  ტრენერი   გამოგვიგზავნა როგორიც   ქალბატონი  ლილი ზოიძეა.   

пятница, 20 декабря 2013 г.

     ინტერნეტის   შეფერხების   გამო   ვერ   ვახერხებდით   ბლოგზე   მუშაობას,   რის
გამოც   მოგვიანებით  გვიწევს   რეფლექსიის  გაკეთება.   მესამე  მოდულში   გავეცანით   საავტორო   უფლებებს;  ინტერნეტ   თანამშრომლობითი   სასწავლო   რესურსების   გამოყენებას.
         საკმაოდ   საინტერესო  იყო  სასწავლო   პროექტის   დაგეგმვა;
პრეზენტაციის   მომზადება   ჩემს   სასწავლო   პროექტზე;  
მიმართულების   მიმცემი  კითხვების   ფორმულირება   მოსწავლეთა   ჩართულობაზე.